პატარა გაბრიელის ქვეყნად მოვლენის ისტორია

👦 💁‍♀️ ეს პატარა ბიჭი, სახელად – გაბრიელია… ის მშობლებს 4 წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინათ…

👩‍❤️‍💋‍👨 ლელა თამაზაშვილი სწორედ უშვილობის დიაგნოზით გვესტუმრა კლინიკაში და დღეს მის ოჯახში ეს საოცარი ბიჭი იზრდება. მშობლები ძალიან ბედნიერები არიან.

👉👦 „აი, რამხელა შვილი მყავს, თქვენი წყალობით. თქვენ დიდი სიხარული მომანიჭეთ, სიტყვები არ მყოფნის მადლობის გადასახდელად…“ – ეს სიტყვები ლელამ პირადად მომწერა და გაბრიელის ფოტოებიც გამომიგზავნა.

👩‍⚕️ ეს ჩვენი გამარჯვების კიდევ ერთი ისტორიაა, რომელიც მე დიდ ბედნიერებას მანიჭებს, პაციენტებისთვის კი ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.

🌸 გმადლობთ ნდობისთვის ❤ თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი🌸

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

ისტორია, კიდევ ერთ ბედნიერ ოჯახზე

<3 ამ ფოტოზე, თქვენ ულამაზეს ტყუპებს ანდრიასა და ნიტას ხედავთ. ისინი ცოტა ხნის წინ მოევლინენ ქვეყანას და როგორც მშობლები, დათო და ინეზა გაახარეს, ასევე მეც, რადგან მათ დაბადებას მეც მოუთმენლად ველოდი...

👉 ეს წერილი ჩემმა ყოფილმა პაციენტმა – ინეზამ, დღეს გამომიგზავნა:

„გამარჯობა ქალბატონო მანანა, უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის. მე დღეს დედა ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა.ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის რაც თქვენ გააკეთეთ, ანდრიას, ნიტას და მტელი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიძღვნით.

👦👧 გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ასეთი კეთილი საქმეების კეთებას, უფალი იყოს თქვენი მფარველი, კიდევ ბევრი ოჯახი გაგეხარებინოთ…“

👩‍❤️‍👨 ვულოცავთ, ბედნიერ წყვილს ამ უდიდეს სიხარულს და ემოციებს ვერ ვმალავ, რადგან ძალიან ხშირია ასეთი წერილები…

👩‍⚕️ ტყუპებს ვუსურვებ, ჯანმრთელობას, სიხარულს და ყოველთვის ასე გაეხარებინოთ საკუთარი მშობლები, მთელი ცხოვრების მანძილზე…

კიდევ ერთი გახარებული და ბედნიერი წყვილის ისტორია

👩‍⚕️ ამჯერად მარინა ხუციშვილის საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. ის პირველად 12 წლის წინ გახდა დედა, მაგრამ როდესაც გადაწყვიტა დარეს, და ან ძმა ჰყოლოდა ორსულობა აღარ დადგა.

💁‍♀️ მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მარინა ჩვენს კლინიკაში მოვიდა. ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის გაკეთების შემდეგ, მკურნალობა გავაგრძელეთ და მალე ნანატრი ორსულობა დადგა.

🎋 გვიხარია, რომ მარინა აგარადან ყოველთვის დროულად მოდიოდა კონსულტაციაზე და ჩვენს მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს, პირნათლად ასრულებდა.

💗 ჩვენ მარინას ნდობა გავამართლეთ და მან კი – ჩვენი. დღეს, მარინას კიდევ ერთი გოგონა და დარეს პატარა დაიკო თამარი ჰყავს…

👨‍👧‍👧 ამ ორი ულამაზესი გოგონას მამიკო ჯარისკაცია და პერიოდულად ავღანეთში მსახურობს.

👩‍👧‍👧 ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება და კიდევ ერთი გამარჯვება ამ ოჯახის კიდევ ერთხელ გახარებაა…

🔖 ეს ისტორია, უამრავ ქალს მისცემს იმედს, რომლებიც დედობისთვის იბრძვიან…

❤ გმადლობთ ნდობისთვის თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი 🌸

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან