როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საშოს სოკოვანი ინფექცია გაქვთ?

 სოკოვანი ინფექციის ნიშნებია:

• ქავილი და დისკომფორტი საშოში
• წვისა და ტკივილის შეგრძენება, განსაკუთრებულად შარდვისას და სქესობრივი აქტის დროს
• საშოს კედლების შეშუპება და სიწითლე
• ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან

სოკოს გამომწვევი მიზეზები: 

1. დაინფიცირება სქესობრივი აქტის დროს
2. ანტიბიოტიკების ჭარბი რაოდენობით მიღება.
3. ორსულობის დროს, ორგანიზმში ესტროგენების მატება, ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება თვეების მანძილზე.
4. შაქრიანი დიაბეტი
5. საშოს ხშირი გამორეცხვა ჰიგიენური სპრეის გამოყენებით და ვაგინალური ლუბრიკანტების მოხმარება
6. იმუნიტეტის დაქვეითება ორგანიზმში, რასაც განაპირობებს სტრესი, უძილობა, გადაღლა, დიეტით წონის მკვეთრი კლება და ა. შ.

თუ ზევით ჩამოთვლილი სიმპტომები გახასიათებთ, აუცილებლად ესტუმრეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ნაცხის ანალიზი. 

თუ დიაგნოზი – ვაგინალური სოკო ანალიზის შედეგად დადასტურდა, გამწვავების მიხედვით ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურ მკურნალობას. ამ დროს, ძირითადად გამოიყენება ვაგინალური სანთლები.

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი.
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
თბილისი, რევაზ ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან