კიდევ ერთი გახარებული და ბედნიერი წყვილის ისტორია

👩‍⚕️ ამჯერად მარინა ხუციშვილის საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. ის პირველად 12 წლის წინ გახდა დედა, მაგრამ როდესაც გადაწყვიტა დარეს, და ან ძმა ჰყოლოდა ორსულობა აღარ დადგა.

💁‍♀️ მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მარინა ჩვენს კლინიკაში მოვიდა. ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის გაკეთების შემდეგ, მკურნალობა გავაგრძელეთ და მალე ნანატრი ორსულობა დადგა.

🎋 გვიხარია, რომ მარინა აგარადან ყოველთვის დროულად მოდიოდა კონსულტაციაზე და ჩვენს მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს, პირნათლად ასრულებდა.

💗 ჩვენ მარინას ნდობა გავამართლეთ და მან კი – ჩვენი. დღეს, მარინას კიდევ ერთი გოგონა და დარეს პატარა დაიკო თამარი ჰყავს…

👨‍👧‍👧 ამ ორი ულამაზესი გოგონას მამიკო ჯარისკაცია და პერიოდულად ავღანეთში მსახურობს.

👩‍👧‍👧 ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება და კიდევ ერთი გამარჯვება ამ ოჯახის კიდევ ერთხელ გახარებაა…

🔖 ეს ისტორია, უამრავ ქალს მისცემს იმედს, რომლებიც დედობისთვის იბრძვიან…

❤ გმადლობთ ნდობისთვის თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი 🌸

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

რა უპირატესობები აქვს ლაპაროსკოპიასა და ჰისტეროსკოპიას უშვილობის მკურნალობისას

ქალის რეპროდუქციული ორგანოების, კერძოდ მილების გამტარობის, საშვილოსნოს, საკვერცხეების, მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე ინფორმატიული და ეფექტური ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპიაა.

ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალური ვიდეოკამერით ხდება აღნიშნული ორგანოების დეტალური დათვალიერება და მკურნალობა.

უპირატესობები:

1. მინიმალურად ტრამვული – არ ხდება მუცლის გაჭრა, არის ე. წ. უსისხლო ოპერაცია

2. რეაბილიტაციის უმოკლესი პერიოდი – ოპერაციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე საათში დგება ფეხზე, 2-3 დღეში კი სამსახურში გასვლაც შეუძლია.

3. ოპერაციის შემდგომი შეხორცებების რისკი ნულს უტოლდება

4. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია როგორც უშვილობის, ასევე ნებისმიერი გინეკოლოგიური ოპერაციის ჩატარება.

„მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციულ ცენტრში“ უშვილობისა და გინეკოლიგიური პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ტარდება ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია.

ჩვენს კლინიკაში მოქმედებს კერძო და საყოველთაო დაზღვევა!

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გვენდეთ ჩვენ!
რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
ხელმძღვანელი:  მანანა მგალობლიშვილი
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

მილების გამტარობის გამოკვლევის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური?

უშვილობის დროს მილების გამტარობის გამოკვლევა ერთერთი ძირითადი სადიაგნოსტიკო მეთოდია და ყველა ქალს ესაჭიროება, რომელსაც აწუხებს ეს პრობლემა.

არსებობს მრავალი მეთოდი, რომელიც გამოიყენება მილების გამტარობის დასადგენად: 

1. მეტროსალპინგოგრაფია – მილების გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ქალის რეპროდუქციული ორგანოების რენტგენოლოგიური სურათის გადაღება მათში სპეციალური კონტრასტის შეყვანისას. რენტგენოლოგიური სურათი ასახავს გადავიდა თუ არა კონტრასტი მილებში. თუ სითხე მილებში გადავიდა, რენტგენის სურათზე გამოისახება მილები, სხვა შემთხვევაში მილები რენტგენით არ ჩანს.


2. სონო-ჰისტეროსალპინგოგრაფია – იგივე პრინციპია, რაც მეტროსალპინგოგრაფიის დროს იმ განსხვავებით, რომ სპეციალური კონტრასტის შეყვანისას ხდება არა სურათის გადაღება რენტგენით, არამედ ექოსკოპიურიდათვალიერება და ექოსკოპიით ვხედავთ ცოცხალ რეჟიმში როგორ გადადის ან არ გადადის კონტრასტი მილებში. 


3. ლაპარასკოპია – შეფერილი კონტრასტი შეგვყავს საშვილოსნოს ღრუში და სპეციალური ვიდეოკამერით, რომელიც განთავსებულია მუცლის ღრუში ხდება მილებიდან გამომავალი შეფერილი კონტრასტის ვიზუალიზაცია 


4. ტრანსვაგინურიჰიდროლაპარასკოპია – იგივე პრონციპია, რაც ლაპარასკოპიის დროს, იმ განსხვავებით, რომ მუცლის ღრუში შესვლა ხდება საშოს უკანა თაღიდან.

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი. 
ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი 
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60 
 თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან