ორსულობის კალენდარი

 

  1-4 კვირა. ორსულობის დადგომისთვის    სპერმატოზოიდის მიერ  კვერცხუჯრედის  განაყოფიერება ერთერთ ძირითად  პირობას  წარმოადგენს. განაყოფიერება ხდება  საშვილოსნოს  მილში. 

 

განაყოფიერებიდან 24 საათში ხდება კვერცხუჯრედის პირველი დაყოფა;

განაყოფიერებიდან მესამე დღეს კვერცხუჯრედის დაყოფის შედეგად წარმოიქმნება 8 უჯრედი. ხელოვნური განაყოფიერებისას დედის ორგანიზმში სწორედ ამგვარ ემბრიონს სვამენ საშვილოსნოს ღრუში.

მესამე დღის შემდეგ ნაყოფი შედგება 32 უჯრედისგან.

მესამე კვირის ბოლოს ნაყოფის უჯრედები მრავლდება 250-დე, ამ დროს
ნაყოფს მეცნიერები ბლასტოცისტას უწოდებენ. ბლასტოცისტა მილიდან გადაადგილდება საშვილოსნოს ღრუსკენ და უახლოვდება საშვილოსნოს კედელს, მიემაგრება მას ანუ ხდება იმპლანტაცია. იმპლანტაცია დამთავრებულია და თქვენი პატარა ეხლა ჰგავს პატარა ბრტყელ დისკს J, რომელიც შედგება უჯრედების რამდენიმე ფენისგან, რომელთაგან წარმოიქმნება ნაყოფის სხვადასხვა ორგანოები. ამ პერიოდში თქვენ ჯერ არაფერი იცით, მაგრამ შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული ცვლილებები: პერიოდული სისუსტე, სწრაფი დაღლა, უმიზეზო გაღიზიანებულობა, სარძევე ჯირკვლების შესიება.

დაიმახსოვრეთ! თქვენი მომავალი შვილის განვითარებისას ორსულობის პირველი 12 კვირა ერთერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

5-8 კვირა

თუ თქვენ ჯერ ექიმისთვის არ მიგიმართავთ, ეხლა სწორედ ამის დროა! იმ ცვლილებებს თქვენს მდგომარეობაში (გაღიზიანებულობა, სისუსტე, სარძევე ჯირკვლების შესიება) ამ დროისთვის შესაძლოა დაემატოს: თავის ტკივილი, ხშირი შარდვა, ძილიანობა, უმადობა, გულისრევა, პირღებინება. ეს ყველაფერი ორსულობის ადრეული ტოქსიკოზის ნიშნებია, მიზეზი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებია. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას საუკეთესო პირობები თქვენი ნაყოფის  განვითარებისთვის.  რადგან ამ დისკომფორტის მოხსნა შეუძლებელია, თქვენ მოგიწევთ მას რამენაირად შეეგუოთ, თუ ძალიან შეგაწუხათ შესაძლებელია მათი შემსუბუქება.

ნაყოფი: ნაყოფი მნიშვნელოვნად შეიცვალა, გამოჩნდა ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი, გული მუშაობს!  ნერვული ღერო დაიხურა მთლიანად. გამოჩნდა ხელების და ფეხების ჩანასახები, დაიწყო შიდა ყურის, საყლაპავის და სხვადასხვა ნაწილების ჩამოყალიბება. აქტიურად ვითარდება ძვლები და სახსრები. მიმდინარეობს ზედა ტუჩის ფორმირების პროცესი.

რა ცვლილებები ხდება დედის და ნაყოფის ორგანიზმში ორსულობის   მე-9-12 კვირას?

შეიძლება გქონდეთ სისუსტე, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება. მომავალი ბავშვი: განვითარება მიდის  ყველა მიმართულებით, ღვიძლი იწყებს ნაღვლის გამომუშავებას, ნაწლავებიც ცდილობენ აქტიურობას, ვითარდება თავის ტვინი. ნაყოფის წონა ამ პერიოდისთვის დაახლოებით 13-14 გრამია, სიგრძე - 9 სმ.

ვაგრძელებთ ორსულობის კალენდარს.

რა ცვლილებები ხდება ორსულობის მე-13-16 კვირას?

მეორე ტრიმესტრი დაიწყო. თუ ტოქსიკოზი გაწუხებთ, მალე ყველაფერი გაგივლეთ. უკვე მე-16 კვირაზე შეიძლება იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა, რაც მომავალი დედისთვის განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.ნაყოფი: ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ამ პერიოდში: ყველა სარძევე კბილის ჩანასახის ჩამოყალიბება, ნაწლავები მუცლის ღრუში თავსდება, მასში წარმოიქმნება ე. წ. ხაოები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელ პროცესში, თავზე ეზრდება თმები, კანი ჯერ კიდევ ალიან თხელია, უფრო წითელი, ვიდრე ვარდისფერი.

რა ხდება ორსულობის  17-20 კვირას?

საშვილოსნოს იზრდება, იწევა მაღლა და მუცელი სულ უფრო იზრდება, (არ დაგავიწყდეთ სტრიების პროფილაქტიკა, რომლის შესახებ ინფორმაციას დღესვე შემოგთავაზებთ!), შესაძლოა თქვენ უკვე დაგეწყოთ გარკვწეული დისკომფორტი  სუნთქვის დროს, რადგან შიდა ორგანოები დიაფრაგმის მიერ მაღლა იწევს, რაც თქვენს ფილტვებს ცოტათი აწვება. ჩვეულებრივ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ნაყოფი არ „ჩავა“ თქვენს მენჯში ღრმად, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა ორსულობის    პერიოდში. თქვენ უკვე შუა ორსულობაში ხართ, ნახევარი გზა გაიარეთ!

ნაყოფი: ზრდა გრძელდება. ნაყოფის სხეულზე ჩნდება პუშკოვიე თმები, თქვენ უკვე შეგიძლიათ განსაზღვროთ სძინავს პატარას თუ არა, მისი მოძრაობის აქტივობის მიხედვით. ნაყოფის წონა ამ პერიოდისთვის დაახლოებით არის 290 გრამი, სიგრძე - 25 სმ-ია.

21-24 კვირა

ექიმი მიღებაზე  სინჯავს თქვენს მუცელს, ეს ტარდება ნაყოფის პოზიციის დადგენისთვის. გარდა ამისა სანტიმეტრიანი ზოლით ზომავს თქვენი მუცლის ფუძის სიმაღლეს. ამ მაჩვენებლის ცვალებადობა მიუნიშნებს ნაყოფის ზრდაზე. ამ პერიოდში ტარდება ნაყოფის დოპლეროგრაფია.   

თქვენს გოგონას ან ბიჭუნას გაეზარდა წარბები, ფრჩხილები პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია, წონა დაახლოებით 600 გრამია, სიგრძე - 30 სმ.

25-28 კვირა

ამ პერიოდში თქვენ აშკარად გრძნობთ წონის მატებას, ძირიტადად ეს მასა მოდის ნაყოფის წყლებზე და თქვენი სისხლის მოცულობის გაზრდის გამო. და რასაკვირველია თქვენი ნაყოფი და პლაცენტა. ეხლა თქვენ თქვენს ექიმს უფრო ხშირად ნახავთ. ეს სწორედ ის დროა, როცა საჭიროა განიხილოთ თქვენი მშობიარობის გეგმები სპეციალისტთან.

მომავალი ბავში: იზრდება არა დღეებით, არამედ საათობით. მას ყველაფერი ესმის, რაც ხდება გარეთ ან შიგნით, თქვენს ბავშვს გაუჩნდა წამწამები. ნაყოფის სიგრძე: 35 სმ, წონა კი კილოგრამზე ოდნავ მეტია.

29-32 კვირა

უკვე მესამე ტრიმესტრში გადახვედით, დისკომფორტი კიდევ უფრო მეტად გაწუხებთ, ეს ბუნებრივია, რადგან თქვენი შინაგანი ორგანოები ძალიან მჭიდროდ არის განლაგებული საშვილოსნოს ზომების მნიშვნელოვნად მომატების გამო. დისკომფორტის შესამცირებლად მიხედეთ თქვენს კვებას, ნაკლებად მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომელიც ხელს უწყობს გაზების დაგროვებას, შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები  ექიმის რეკომენდაციით, სეირნობა ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას. საშვილოსნოს შეკუმშვები შესაძლოა იყოს უფრო ხშირი.

ნაყოფის სახიდან ნაოჭების უმეტესობა გაქრა, თავზე საკმაოდ თმა აქვს, წონას ძალიან სწრაფად იმატებს, (900 გრამი ბოლო თვეში, ) და უკვე წონით 1, 700 კგ-დეა, სიგრძე - 40 სმ.

რა ხდება ორსულობის 33-36 კვირას?

თქვენი სხეული უკვე მშობიარობისთვის ემზადება. პერიოდულად გრძნობთ საშვილოსნოს შეკუმშვებს, რომელიც განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე გრძნობდით. შესაძლოა გაგიჩნდეთ გარკვეული პრობლემები ძილთან დაკავშირებით. ექიმს უკვე კვირაში ერთხელ მოინახულებთ.

ბავშვი იზრდება, წონა - 1, 400 კგ; სიგრძე - 45 სმ. ყველა ორგანო ფუნქციონირებს, თუმცა მიმდინარეობს გარკვეული სისტემების (ნერვული, შარდგამომყოფი სასქესო) სრულყოფა . ნაყოფის წონა მნიშვნელოვნად მერყეობს, რაც განპირობებულია გენეტიკური და სხვა გარე ფაქტორებით.

ორსულობის 37-40 კვირა

სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობიარობას უნდა ელოდოს ქალი ყოველდღე მას შემდეგ რაც შეუსრულდება 38 კვირა.

ბავშვი მატულობს წონაში დღეში 28-30 გრამს და ინტენსიურად ემზადება დედის სხეულის გარეთ სიცოცხლისათვის. ჰო მართლა, გადაწყვიტეთ უკვე რა დაარქვათ???

ორსულობა და ცხოვრების სტილი

პირველი 12 კვირა - ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, კრიტიკული პერიოდია თქვენი მომავალი ბავშვის განვითარებაში.  

  1. მაქსიმალურად ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრეთ, თავი დაანებეთ სიგარეტს და ალკოჰოლს. გამორიცხულია ნარკოტიკული საშუალებების მიღება
  2. ნებისმიერი მედიკამენტი ამ პერიოდში უნდა მიიღოთ დიდი სიფრთხილით. შეუთანხმეთ ექიმს ნებისმიერი მედიკამენტის მიღება
  3. ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერი სახის რენტგენის გადაღებას, განსაკუთერბით მუცლის არეში
  4. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რაც უფრო ნაკლებად იქნებით ხალხმრავალ ადგილას, მით ნაკლები შანსია რაიმე ინფექციური დაავადების გადადების.
  5. ეცადეთ მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღოთ,
  6. შეეცადეთ მიაქციოთ ყურადღება ბალანსირებულ სწორ კვებას
  7. ექიმის დანიშნულებით თქვენ უკვე უნდა ღებულობდეთ ფოლიუმის მჟავას და მულტივიტამინებს
  8. მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს
  9. დაიცავით ჰიგიენის წესები: ხელები დაიბანეთ ხშირად, საჭიროების მიხედვით, შხაპი მიირეთ ყოველდღე.