სამწვერას ნევრალგიის დროს მედიკამენტური მკურნალობა ტარდება. თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
შესაძლოა ეს მდგომარეობა პოზიციურ კეთილთვისებიან ვერტიგოს (თავბრუსხვევა) უკავშირდებოდეს, რომელიც გამოწვეულია ოტოლითების მოძრაობით (კალციუმ კარბონატის კრისტალებით, რომელიც შიგნითა ყურში, ვესტიბულურ აპარატშია არიან ლოკალიზებულნი და მონაწილეობენს წონასწორობის პროცესის რეგულაციაში). თქვენ უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს, თუ დადასტურდება ეს მდგომარეობა, მოგეცემათ რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის დაძლევაში.
თუ რაიმე სპეციალური მითითება არ მოგცათ ექიმმა, ზოგადად ფოლიკულომეტრიის მორიგი გამოკვლევის წინ სქესობრივი ურთიერთობა აკრძალული არ არის. ეს გავლენას არ ახდენს გამოკვლევის შედეგზე.
თუ სხვაც, თქვენს გვერდით მყოფიც შეიგრძნობს ამ სუნს, მაშინ საფიქრებელია ურიდროზი, ეს არის მდგომარეობა, როცა საოფლე ჯირკვლებიდან ჭარბად გამოიყოფა შარდოვანა და შარდმჟავა. საჭიროა ნეფროლოგის კონსულტაცია.