დიეტა მანანა მგალობლიშვილისგან მათთვის, ვისაც გსურთ წონაში დაკლება

🍔🍗🍞🍦🍨 ამ დიეტით მე ზუსტად 10 კგ დავიკელი რამდენიმე თვეში და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება – სწორი კვების მთავარი პრინციპები:

1. დღეში ჭამეთ 4-5 ჯერ მცირე ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით

2. მიიღეთ ნაკლებცხიმიანი ხორცი ( საქონელი, ქათამი, ინდაური, თევზი) უმჯობესია გრილზე შემწვარი ან მოხარშული და არა ცხიმში შემწვარი.

3. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი უმი ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ნებისმიერი მწვანილი და ა. შ.

4. ზომიერად მიირთვით -წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, სოკო, კუსკუსი.

5. ჭამეთ ხილი ზომიერი რაოდენობით, ნაკლებად ბანანი, ყურძენი, ლეღვი და საზამთრო

6. ხილი მიირთვით საღამოს 5 საათამდე

7. ჭამეთ ერთი თეფშის პრინციპით: ყველაფერი დაიწყვეთ ერთ თეფშზე და ჭამეთ მხოლოდ ეს და არა დაწყობილი კერძების თეფშზე გადაღება ნელნელა, როგორც მივირთმევთ ხოლმე სუფრაზე ჯდომისას

8. კვებიდან ამოიღეთ ნებისმიერი ცხიმი (კარაქი, ზეთი, ერბო, მარგარინი), მაღალცხიმიანი ყველი, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი სასმელები: ლიმონათი, კომპოტი, კოკაკოლა და სხვ.

9. მიიღეთ ბევრი წყალი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე. თქვენთვის ერთი დღის წყლის რაოდენობა რომ განსაზღვროთ, წონა უნდა გადაამრავლოთ 0.33-ზე

10. წყალი უნდა დალიოთ კვებამდე 20 წუთით ადრე და კვების შემდეგ 20 წუთის შემდეგ. არ მიაყოლოთ კვებას წყალი.

11. საღამოს 5 ის მერე მიიღეთ მხოლოდ ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი ან ხაჭო 250 გრ

12. თუ გიყვართ ყავა, ყოველთვის დააყოლეთ მას 1 ჭიქა წყალი

❤ გმადლობთ ნდობისთვის, თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი 🌸
🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

პატარა გაბრიელის ქვეყნად მოვლენის ისტორია

👦 💁‍♀️ ეს პატარა ბიჭი, სახელად – გაბრიელია… ის მშობლებს 4 წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინათ…

👩‍❤️‍💋‍👨 ლელა თამაზაშვილი სწორედ უშვილობის დიაგნოზით გვესტუმრა კლინიკაში და დღეს მის ოჯახში ეს საოცარი ბიჭი იზრდება. მშობლები ძალიან ბედნიერები არიან.

👉👦 „აი, რამხელა შვილი მყავს, თქვენი წყალობით. თქვენ დიდი სიხარული მომანიჭეთ, სიტყვები არ მყოფნის მადლობის გადასახდელად…“ – ეს სიტყვები ლელამ პირადად მომწერა და გაბრიელის ფოტოებიც გამომიგზავნა.

👩‍⚕️ ეს ჩვენი გამარჯვების კიდევ ერთი ისტორიაა, რომელიც მე დიდ ბედნიერებას მანიჭებს, პაციენტებისთვის კი ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.

🌸 გმადლობთ ნდობისთვის ❤ თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი🌸

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

ისტორია, კიდევ ერთ ბედნიერ ოჯახზე

<3 ამ ფოტოზე, თქვენ ულამაზეს ტყუპებს ანდრიასა და ნიტას ხედავთ. ისინი ცოტა ხნის წინ მოევლინენ ქვეყანას და როგორც მშობლები, დათო და ინეზა გაახარეს, ასევე მეც, რადგან მათ დაბადებას მეც მოუთმენლად ველოდი...

👉 ეს წერილი ჩემმა ყოფილმა პაციენტმა – ინეზამ, დღეს გამომიგზავნა:

„გამარჯობა ქალბატონო მანანა, უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის. მე დღეს დედა ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა.ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის რაც თქვენ გააკეთეთ, ანდრიას, ნიტას და მტელი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიძღვნით.

👦👧 გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ასეთი კეთილი საქმეების კეთებას, უფალი იყოს თქვენი მფარველი, კიდევ ბევრი ოჯახი გაგეხარებინოთ…“

👩‍❤️‍👨 ვულოცავთ, ბედნიერ წყვილს ამ უდიდეს სიხარულს და ემოციებს ვერ ვმალავ, რადგან ძალიან ხშირია ასეთი წერილები…

👩‍⚕️ ტყუპებს ვუსურვებ, ჯანმრთელობას, სიხარულს და ყოველთვის ასე გაეხარებინოთ საკუთარი მშობლები, მთელი ცხოვრების მანძილზე…

შეიძლება თუ არა ორსულისთვის გარუჯვა და რა საფრთხეები ახლავს თან

🚫☀ ორსულობისას გარუჯვა დაუშვებელია, მაღალი ტემპერატურა და ულტრაიისფერი სხივები საშიშია ნაყოფისთვის.

☝ გარუჯვისას აქტიური მზის ზემოქმედებითს ორგანიზმში იკლებს ფოლიუმის მჟავის შემცველობა, რაც მნიშვნელოვანია ორსული ქალბატონისა და მისი ნაყოფისთვის.

👧👦 ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ასევე ნერვული სისტემის განვითარებისთვის.

👒👡 თუ მაინც გადაწყვიტეთ ზღვაზე წასვლა, დილით ადრე 9-დე ან საღამოს 6 -ის შემდეგ შეარჩიეთ, როდესაც მზე აქტიური არ არის.

👙👩 ასევე გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და არჩევანი გააკეთეთ ერთიან საცურაო კოსტიუმზე.

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.

🌸 ხელმძღვანელი 🌸 მანანა მგალობლიშვილი 🌸
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან
#მზე #ზღვა #ორსული #რუჯი

ჭარბი წონა და უშვილობა

📢📢📢 ჭარბი წონა ხშირად არამარტო ესთეტიურ პრობლემებს უქმნის ქალბატონებს, არამედ შვილოსნობის ფუნქციაზეც მოქმედებს.

👩👩 ჭარბი წონა უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია და ის იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, შედეგად თრგუნავს საკვერცხეების ფუნქციას, იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას უმეტესად გადაცდენების სახით, ჭარბთმიანობას, აკნეს.

➡ საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე ქალების 60% ჭარბწონიანია. უშვილობის მკურნალობისას ჭარბი წონა ხელისშემშლელი ფაქტორია, სწორედ ამიტომ თუ არ მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, ხშირ შემთხვევაში შედეგის მიღწევა რთულდება ან სულაც შეუძლებელია.

👼 სწორი მკურნალობის შემთხვევაში სხეულის მასის შემცირება იწვევს დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენას და ქალების 50%-მდე ორსულდება ჰორმონული პრეპარატებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე.

👉 შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ სპეციალისტის რეკომენდაციებს წონაში დაკლების მსურველთათვის.

🌸🌸🌸 მანანა მგალობლიშვილის – რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრში გთავაზობთ ჭარბ წონასთან ბრძოლის გზებს:

👼 გვენდეთ ჩვენ…

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

“ორსულობისას ქმარი ყველანაირად უნდა ეცადოს, ქალს კომფორტული გარემო შეუქმნას”

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნივენლოვანესი ფაქტია. ამ დროს ქალს ორი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბარია, ამიტომაც ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მეან-გინეკოლოგ ქეთევან მგალობლიშვილს ორსულობაზე, მის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობასა და გართულებებზე, ანუ პათოლოგიებზე ვესაუბერთ.

– თავდაპირველად ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე, თუ როგორ დგინდება ორსულობა. ბევრს ჰგონია, თუ მენსტრუალური ციკლი გადაუცდება, ესე იგი ორულობასთან გვაქვს საქმე, არადა ასე არაა. მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად საკვერცხის კისტით, ჰორმონალური დარღვევებით და ა.შ. თუ არსებობს ეჭვი ორსულობის შესახებ, დასადგენად აუცილებლად

– უნდა მიმართონ მეან-გინეკოლოგს და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. შესაძლოა, მხოლოდ ექოსკოპია არ იყოს საკმარისი პასუხის მისაღებად, რადგან 3-4 კვირამდე საშვილოსნოში ორსულობა ფაქტობრივად არ ჩანს, ამიტომ თუ არის ეჭვი და ექოსკოპია გვაძლევს მინიშნებას, რომ საკვერცხე იმ თვეში ნამუშევარია, ან გასქელებულია ენდომეტრიუმი და ემზადება ემბრიონის მისამაგრებლდ, ვაკეთებთ დამატებით კვლევებს. პირველ რიგში ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ვამოწმებთ სისხლში, რომელიც უტყუარ პასუხს იძლევა, თუ მისი მაჩვენებელი მომატებულია, ესე იგი ორსულობა არის. თუმცა, ორსულობის დადგენა მხოლოდ ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით არ შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ჰორმონი იმატებს მაშინაც, თუ გარე ორსულობაა, ამიტომ საჭიროა კომპლექსური კვლევა. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის სწორად ჩამორთმევას და შეკრებას. ხშირად ქალებმა არ იციან, რა უნდა მოუყვნენ ექიმს, მით უმეტეს თუ პირველ ორსულობასთან გვაქვს საქმე, ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მეან-გინეკოლოგისთვის, ამიტომ თავად ექიმმა უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს პაციენტის შესახებ. ორსულობის დადგენის შემდეგ, ქალი გაივლის მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ჩააბარებს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის ანალიზს, რადგან რეზუს უარყოფითიანი ორსულების მართვა მოითხოვს დამატებით კვლევებს.

ამასთან, აუცილებლად უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა. შეიძლება, ძველ ხალხს გაუკვირდეს, რა საჭიროა ამდენი ანალიზიო, მაგრამ ბოლო პერიოდში წამოიწია წინ ისეთმა დაავადებამ, რასაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ეწოდება, ის ორსულობის შეწყვეტაში წამყვან როლს ასრულებს. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი გარდაიქმნება, ამიტომაც შეიძლება მრავალმა გართულებამ იჩინოს თავი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ქალს შესაძლოა, არ აწუხებდეს არაფერი, მაგრამ ორსულობის დროს, მოიმატოს ვთქვათ, გლუკოზის მაჩვენებელმა, ან პირიქით, კალციუმის, დე ვიტამინის ნაკლებობა დაეწყოს, არადა ეს აუცილებელია ნაყოფის სწორად განვითარებისათვის. ამ საკითხში ასევე უმნიშვენლოვანესია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის განსაზღვრა, რადგან ორსულობისას ფარისებრი ჯირკვალი 30-40% დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს, თუ ჯანმრთელია, მაშინ თავიდანვე შეეგუება და ცვლილებებს არ გამოიწვევს. მაგრამ თუ ანამნეზში ფიქსირდება რაიმე სახის პრობლემა, მაშინ იოდის დამატება აუცილებელია, სიტუაციის შეფასების შემდეგ კი შესაძლოა, ენდოკრინოლოგთან გადამისამართებაც გახდეს საჭირო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ორსულობას აუცილებლად თან ახლავს გართულებები, უბრალოდ, ფეხმძიმობისას ყველა მიძინებული ქრონიკული დაავადება იღვიძებს, ამიტომაც საჭიროა კონტროლი. უცილებელია შეფასდეს ქალის ჯანმრთლეობის ზოგადი მდგომარეობა, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ ჰქონია, ხომ არ აწუხებს გასტრიტი, ტრავმატოლოგიური ან ხერხემლის პრობლემები, კენჭოვანი დაავადებები და ა.შ. მოკლედ, ანამნეზის შეკრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ექიმმა არ უნდა იჩქაროს, ესაა უმთავრესი. პაციენტმა არ იცის, რა მოგიყვეს და რა – არა, უნდა დაუსვა ბევრი კითხვა, რომ მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია პროცესების სწორად მართვისთვის.
მსჰობლები

– ორსულობას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ტოქსკოზი, რა იწვევს ამას?

– ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზებში შედის: გულისრევა, ღებინება, უჰაერობა, დაბალი წნევები, საერთო სისუსტე.. ხშირ შემთხვევაში ამ ტოქსიკოზის მიზეზი ემოციური ფონია, ქალი ორსულობის დადგომისას გარდაიქმნება, მრავალნიაირ ცვლილებებს განიცდის ორგანიზმი და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ეს აისახება ქალის შინაგან განწყობაზე, შემდეგ უკვე იღებს ასეთ გამოხატულებას. ამიტომ ემოციურ ფონს, გარემოს, სადაც ორსულს უწევს ყოფნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე უდიდესი როლი ეკისრება მეუღლეს, ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ შეუქმნას მისთვის კომფორტული გარემო, რადგან ქალი ამ დროს ისედაც ბევრ დისკომფროტს განიცდის.

– რომელია ორსულებში ყველაზე გავრცელებული პრობლემები ?

– დღემდე არიან ადამიანები, ვინც სვამენ კითხვას, ამდენ ექსოკოპიას რომ გვაკეთებინებთ, საზიანო ხომ არაა? ექიმის ინტერესში არასდროს არ შედის პაციენტის ექსოკოპიაზე გაშვება, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, ამ შემთხვევაში საუბარია არაგეგმიურ ექოსკოპიაზე. ყველაზე გავრცელებულ პრობლემების სათავეში კი 12 კვირამდე მოშლა დგას, რასაც ძირითადად ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს. ეს გახლავთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ორსულობისას სისხლი სქლედება, ორმაგდება ამიტომ ვნიშნვათ ბევრ სითხეებს, სისხლს შედედებისკენ აქვს მიდრეკილება, ეს კი ხელს უშლის ემბრიონის მიმაგრებას და ხდება გამოდევნა. იმისათვის, რომ სისხლი გათხელდეს და იყოს კარგი მიმოქცევა სითხეების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად სხვა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს მოშლა, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებულია… ასეთივეა ე.წ. ტონუსი.

– ამაზე მინდოდა მეკითხა, ორსულთა დიდ ნაწილს აწუხებს ტონუსი სხვადასხვა ვადაზე.

– ტონუსი ორსულობის სამივე ტრიმესტრში საყურადღებოა. ძლიერი ტონუსი თუ არ მოიხსნა ამბოლატორიულად, შეიძლება სტაციონარში გადაყვანაც გახდეს საჭირო, რათა არ მოხდეს საშვილოსნოს ყელის დამოკლება და გახსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გამოძევება და ნაადრევი მშობიარობა. ამიტომ თუ იგრძნობს ორსული დაჭიმულობას, ტკივილს მუცლის და წელის არეში უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, ეს ყვეალფერი შეიძლება, გამოწვეული იყოს გადაღლისგან, მაგრამ დაკვირვება მაინც სჭირდება.

– ახლა მინდა იმ მცდარ წარმოდგენებზე ვისაუბროთ, რაც ქალებს აქვთ ორსულობაზე.

– ორსულის დედებს, ბებიებს, დედამთილებს ხშირად ჰგონიათ, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა იჯდეს სახლში, არ უნდა იმუშაოს, არ უნდა დაჯდეს საჭესთან, არ უნდა წავიდეს ზღვაზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, მე მყავს ირგვლივ ძალიან აქტიური ორსული ქალბატონები, რომლებიც კიდეც მუშაობენ, საჭესთანაც სხედან და ზღვაზეც დადიან და ამ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ზიანს არც ნაყოფს და არც საკუთარ თავს არ აყენებენ. ორსულობისას აქტიური ცხოვრების რეჟიმი – ცურვა, სეირნობა, ძალიან კარგია… ასევე ჰგონიათ ხოლმე, რომ სქესობრივი კავშირი საზიანოა, პირიქით, ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, რადგან ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რაც ორსულის როგორც შინაგან, ასევე გარეგან სამყაროზე დადებით ეფექტს ახდენს. ეს რასაკვირველია ეხება იმ შემთხვევას, როცა ორსულობა მიდის გართულებების გარეშე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სქსობრივი გზით რაიმე ინფექციის შეტანა მოხდა ორგანიზმში, ეს რასაკვირველია დამატებით პრობლემებს ქმნის და ეს სხვა საკითხია, მაგრამ დადგენილი ნორმის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ნახევარში, ქალებს აწუხებთ ხოლმე ტოქსიკოზი, წნევა, შეშუპება… ამ დროს ურჩევენ, რაციონიდან ამოიღონ მარილიანი საკვები, სითხეები, რაც დიდი შეცდომაა, სითხეს დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაციონიდან თუ რამე უნდა ამოიღოს ქალმა, ეს არის გაზიანი სასმელი, ცხიმინი საკვები, ცომეული საერთოდ რატომ უნდა მიიღოს, ვერ ვიგებ და ასევე ალკოჰოლი. ხშირად მეკითხებიან, ლუდი შეიძლება, ის ხომ ალკოჰოლს მცირე რაოდენობით შეიცავს? ვპასუხობ, რომ არა, არ შეიძლება. ასეთ დეტალებს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ, ვიდრე იმას, რომ მაგალითად, თმის შეჭრა-შეღებვა დააზიანებთ, სულ უნდა იწვნენ, დაისვენონ და ა.შ.

– ჩვენებები, რომელიც არ უნდა დატოვოს ორსულმა უყურადღებოდ…

– ტემპერატურის მატება, პირღებინება. შეიძლება ტოქსიკოზი ჰქონდეს, მაგრამ 5-6-ჯერ პირღებინება ნორმალური არაა და აუცილებლად უნდა ჩააყენონ ექიმი საქმის კურსში, აირების დაგროვება, გულის ფრიალი, კიდურების ტკივილები, ფაღარათი. მქონია შემთხვევა, პაციენტს 3-4 დღე ფაღარათი აქვს და არაფრად მიაჩნია, ასე არ შეიძლება, რადგან უნდა გამოირიცხოს ინფექციის არსებობა ორგანიზმში… ეს იმ ჩვენებების არასრული ჩამონათვალია, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ორსულს. ზოგადად, ექიმთან ხშირი კონტაქტი და საქმის კურსში ჩაყენება, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ციცი ომანიძე

mshoblebi.ge

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას – რეპროდუქტოლოგის რჩევები

ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ. რა იწვევს მას, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ამ პრობლემას ასცდეს, როგორ ებრძოლოს დაავადებას, – თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება.

– კისტა, იგივე ცისტა, ერთგვარი სითხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც თხელი გარსი აქვს. ის შეიძლება ყველა ორგანოზე წარმოიქმნას, მაგრამ ახლა საკვერცხის კისტაზე ვსაუბრობთ – საკვერცხის კისტაც სითხის დაგროვებაა, რომელიც თხელი გარსითაა გარემოცული. ის შესაძლოა, იყოს კეთილთვისებიანი, რომელიც თავისით გაიწოვება და არის ავთვისებიანი კისტაც. ამდენად, არსებობს პათოლოგიური კისტები და ფუნქციური, ანუ რეტენციული. კისტა უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჰორმონალური აქტივობა.

– რისგან ჩნდება?

– კისტა ჰორმონალური დისბალასის გამო წარმოიქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს ჰორმონალური პრობლემა, ჰორმონალური რაიმე დაავადება აქვს. უბრალოდ, ჰორმონებმა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არასწორად იმუშაოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ფონიკულური კისტა გამოიწვიოს. საკვერცხე კვერცხუჯრედების მარაგს წარმოადგენს. საკვერცხეში, ე.წ. ფოლიკულებში კვერცხუჯრედებია მოთავსებული. ეს ფოლიკულები თავისთავად კისტაა, მაგრამ პატარა კისტები. ყოველ მენსტრუალურ ციკლში ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება და შემდეგ სკდება. მოკლედ, პატარა ფოლიკულები იზრდება, აღწევს გარკვეულ ზომას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდება, რომ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდეს. ვიმეორებ, ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება, მაგრამ თუ რაღაც დარღვევაა, იმ პერიოდში შესაძლოა, ვერ გასკდეს და კისტაში გადავიდეს.

Female reproductive system isolated on white background with clipping path

– 24 მმ-ს ის არ აღემატება?

– 24 მმ-ზე ზემოთ, 50 მმ-მდე შეიძლება იყოს და უმეტეს შემთხვევაში, მას ფოლიკულური კისტა ჰქვია. როგორც წესი, კისტა თავისით გაიწოვება. უბრალოდ, არსებობს რისკები, რომ გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს, რაც საშიშია და ამ დროს გადაუდებელი ოპერაცია კეთდება. როდესაც ასეთ კისტას აღმოაჩენენ, ყურადღებას მოითხოვს და ასეთ დროს ისეთ პრეპატარებს ვუნიშნავთ, რომელიც მის გაწოვას ხელს უწყობს. ხოლო გაწოვა თუ მაინც არ ხდება და ზომასაც არ იცვლის, შესაძლოა, ზომებშიც გაიზარდოს, ამ დროსაც ოპერაციის აუცილებელობა დგება – უნდა ამოიკვეთოს ლაპარასკოპიული მეთოდით.

– როდესაც ის დიდი ზომის არის, პაციენტში სავარაუდოდ, გარკვეულ დისკომფორტს იწვევს…

– დიახ, ქალბატონები მუცლის არეში ტკივილს გრძნობენ. მაშინ, როდესაც კისტას აღმოვაჩენთ და მედიკამენტოზურად ვერ განიკურნა, ვერც გაიწოვა, უნდა ამოიკვეთოს, თუმცა თუ ოპერაციამდე კისტა გასკდა, ესეც ერთ-ერთი გართულებაა, ამ დროსაც ძლიერი ტკივილები აქვთ და ხდება საკვერცხის გადაგრეხაც. არსებობს ავთვისებიანი კისტები, რომლის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. თავიდან შესაძლოა ჰორმონების ზემოქმედებით იყოს გამოწვეული და არის კიდევ კისტომაც. ისიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კისტომა არ გაიწოვება და, რასაკვირველია, ამ დროს ლაპარასკოპიული ოპერაცია კეთდება.

– ე.ი. ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ოპერაციაა.

– როცა არის კისტომა, კი. როდესაც ეჭვი ავთვისებიანზეა და ექოსკოპიურადაც შეგვიძლია ვარაუდი (დიაგნოზს ხშირად ზუსტად ვსვამთ), მაგრამ სანამ კისტის ე.წ. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, ანუ დათესვა (სპეციალური ანალიზი) არ მოხდება, დიაგნოზის დადასტურების უფლება არ გვაქვს. არსებობს ასევე ენდომეტრიული კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია. თუ ზომით 2-დან 3 სანტიმეტრამდეა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ოპერაცია აუცილებელი არ არის. თუ მეტია, საოპერაციოა, ეს ხშირად ხდება. თუმცა მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქ მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. ქალის ასაკიდან, შვილოსნობის ისტორიიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმი წყვეტს პაციენტთან ერთად რა სახის მკურნალობაა ჩასატარებელი კონკრეტულ შემთხვევაში.

– ამ ყველაფრისთვის პრევენცია რა შეიძლება იყოს?

– პრევენცია არის ის, რაც არის ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადებებისთვის. ყველა ქალმა, აწუხებს მას რაიმე თუ არა, ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევები, პირველ რიგში, რასაკვირველია, ექოსკოპიური კვლევა, ხოლო თუ რაიმე დისკომფორტი აქვს, ექიმს დროულად უნდა მიმართოს. ერთ-ერთი მთავარი პრევენცია – პროფილაქტიკური გამოკვლევაა, რადგანაც არსებობს რისკის ჯგუფი, სადაც შეიძლება კისტა განვითარდეს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ქალს გარკვეული მიზეზების გამო, თუ ოპერაცია გაუკეთდა და ცალი საკვერცხე არ აქვს, მაშინ ძალა ერთ საკვერცხეს ადგება, ის 2-ის ნაცვლად მუშაობს. 2 საკვერცხის შემთხვევაში კი ისინი ერთმანეთს ენაცვლება. ამიტომ ერთი საკვერცხე ასეთი დატვირთვის დროს ვერ აძლევს ადეკვატურ პასუხს ჰორმონების ზემოქმედებაზე და წარმოიქმნება კისტა. ასეთი ქალები განსაკუთრებით ხშირად უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ და ხშირდ მიმართონ ექიმს, რაც შეიძლება ხშირად გაიკეთონ ექოსკოპიური გამოკვლევა. უნდა ვთქვა, რომ მენოპაუზის დროს და კლიმაქსის პერიოდში ფუნქციური კისტა თითქმის გამორიცხულია, რასაც ვაკვირდებით, ძალზე იშვიათია.

ლალი ფაცია

სტატია გამოქვეყნა ambebi.ge-ზე

📔 ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ მაისის ნომრის „თვის ექიმი“

👩‍⚕️ ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი გახლავთ

📖 ჟურნალში წაიკითხავთ ქალბატონ მანანასთან საინტერესო ინტერვიუს

👫 ქალისა და მამაკაცის უშვილობის პრობლემების გადაჭრის გზებზე

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

👶 ამ პატარა ლოყაწითელა ბიჭს გიორგი ჰქვია…

👩‍👦 დღეს მადონა შუბითიძე კლინიკაში გვესტუმრა საოცარ პატარასთან ერთად და მადლიერება გამოხატა ჩვენი გინეკოლოგის ქეთევან მგალობლიშვილის მიმართ.

👩‍🔬 მადონას რთული ორსულობა ჰქონდა და 9 თვის განმავლობაში სწორედ ქეთინოს მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა.

💗 ძალიან გვიხარია, რონ გიორგი ასეთი ჯანმრთელი და საყვარელი ბიჭია.

დღეს, ის ჩვენს კლინიკაში ყველაზე სასურველი სტუმარი გახლდათ

✔ გმადლობთ ნდობისთვის და მადლიერებისთვის ❤

🏥 მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

✔ რას ნიშნავს მეორადი უშვილობა და როდის უნდა მიმართოს ქალმა რეპროდუქტოლოგს

💑 როდესაც წყვილის თანაცხოვრების ერთი ან მეტი წლის მანძილზე, მიუხედავად დაუცველი რეგულარული სქესობრივი კავშირისა ორსულობა არ დგება – ამ ფაქტს სამედიცინო ენაზე პირველადი უშვილობა ჰქვია…

👼 მეორადი უშვილობაც იგივე მდგომარეობაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ამ შემთხვევაში ქალს მინიმუმ ერთი ორსულობა მაინც ჰქონია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დამთავრდა ეს ორსულობა, ნორმალური მშობიარობით, ხელოვნური თუ თვითნებითი აბორტით.

💎 მეორადი უშვილობის დროს სამწუხაროდ ქალები ხშირად ექიმთან ვიზიტისგან თავს იკავებენ, რადგან ჰგონიათ, რომ რადგან ერთხელ დადგა ორსულობა, მეორედაც აუცილებლად მოხდება.

🎀 არადა, მეორადი უშვილობისას პრობლემები პრაქტიკულად იგივეა, რაც შესაძლებელია პირველადი უშვილობის დროს იყოს, თუმცა არსებობს ისეთი გენეტიკური, თანდაყოლილი დაავადებები და/ან ორგანიზმის თავისებურებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ფიზიოლოგიური ორსულობა სრულიად შეუძლებელია.

👱‍♀️ამიტომ, როდესაც ქალს კიდევ სურს შვილის გაჩენა, წლები არ უნდა ელოდოს როდის დადგება ორსულობა, რადგან მას უკვე ჰყავს, ერთი ან მეტი შვილი, ან ოდესმე ყოფილა ორსულად.

🏥 რეპროდუქტოლოგთან დროული კონსულტაცია თავიდან აგარიდებთ შემდგომ გართულებებს, როდესაც გამოსავალად მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება.

🤠 მეორადი უშვილობა ბუნებრივი პროცესია მამაკაცებშიც, ამიტომ გამოკვლევა აუცილებელია ჩაიტაროს მამაკაცმაც.

🏥 რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკ
ან