რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი 2000 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს ერთერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობა არის ქალისა და მამაკაცის უშვილობის და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 

კლინიკის ხელმძღვანელია ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი.

მთავარ მიმართულებას რეპროდუქციულ მედიცინაში წარმოადგენს ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა, რისთვისაც ტარდება შვილოსნობის აღმდგენი თანამედროვე ენდოსკოპიური ოპერაციები: ფერტილოსკოპია, ლაპაროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია, მეტროპლასტიკა და ა. შ. წარმოებს ორსულთა პატრონაჟი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით. ენდოსკოპიურ ოპერაციებზე (ლაპარასკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია) მოქმედებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა. კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები.

  • მანანა მგალობლიშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი, კლინიკის ხელმძღვანელი;
  • რამაზ ჩარექიშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, მთავარი კონსულტანტი; 
  • ცისანა ზაქარეიშვილი - ექიმი-რადიოლოგი; 
  • ქეთევან მგალობლიშვილი - მეან-გინეკოლოგი; 
  • მაია შამუგია - ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი;
  • მანანა ქოჩიაშვილი - ექიმი-გინეკოლოგი, რადიოლოგი; 
  • თამარ ძოწენიძე - მეან-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი, 
  • ნიკა რუსაძე - ექიმი-ანდროლოგი, სექსოლოგი, მედიცინის დოქტორი. 

პრაქტიკული საექიმო საქმიანობის გარდა კლინიკის ექიმები აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევიან, მათი სტატიები ხშირად იბეჭდება  საერთაშორისო  პროფესიულ გამოცემებში.