⭕ უშვილობის მკურნალობისას ხელოვნური განაყოფიერებასთან შედარებით, ერთ-ერთი შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურაა ინსემინაცია, რომელსაც მკურნალი რეპროდუქტოლოგები პაციენტებს ხშირად ურჩევენ.

💉📍 ინსემინაციის დროს, სათანადოდ დამუშავებული სპერმა სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყავთ საშვილოსნოს ღრუში. ამ მეთოდით გაცილებით მარტივია მათი „მიყვანა“ კვერცხუჯრედთან უფრო ახლოს, რომ მოხდეს განაყოფიერება, ვიდრე ეს ხდება ჩვეულებრივი სქესობრივი კონტაქტის დროს.

👱‍♀️ ინსემინაციით ორსულობის მიღწევის შანსი 5-25%-დეა. ეს დამოკიდებულია წყვილის ასაკზე და რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობაზე. ამიტომ ინსემინაციის დაგეგმვამდე ხდება მათი სათანადო გამოკვლევა და მომზადება პროცედურისთვის.

👩‍⚕️👨‍⚕️ ინსემინაციას რეპროდუქტოლოგი ურჩევს წყვილებს, როდესაც ქალი არის 40 წლამდე ასაკის, აქვს ნორმალური საშვილოსნოს ღრუ, გამტარი და ჯანმრთელი მილები, აქვსკვერცხუჯრედების საკმარისი მარაგი.

👨 მამაკაცების შემთხვევაში როდესაც სპერმის მოცულობა მცირეა ან გარკვეული ცვლილებები აღინიშნება სპერმის ანალიზში.

➡ ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

🌸🌸🌸 მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული ცენტრი.
☎ 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
✔ თბილისი, რევაზ ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს უშვილო წყვილმა ინსემინაციას

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *