მიომა – ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება და ქალების 45 %-ში გვხვდება. ამ დროს, საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილი ვითარდება, რომელიც კვანძის სახეს იღებს.

არსებობს მიომის სამი ფორმა:

სუბმუკოზური – როცა კვანძი საშვილოსნოს ღრუშია, ანუ ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება;
ინტერსტიციული – როცა კვანძი საშვილოსნოს კედელშია;
სუბსეროზული – როცა კვანძი საშვილოსნოს ტანის ზედაპირზეა.
ხშირად კვანძს შერეული მდებარეობა აქვს, ხშირია შემთხვევები, როდესაც სახეზე გვაქვს მრავლობითი მიომატოზური კვანძები.

სიმპტომები:

სისხლისდენა, ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია, ტკივილები, მეზობელი ორგანოების ზეწოლის ნიშნები – შარდვის გაძნელება და ა. შ.
მიომა შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. ხშირად მიომა უსიმპტომოდ ვითარდება და ექოსკოპიური კვლევით ვლინდება.

დიაგნოსტიკა

მიომის დიაგნოსტირებისთვის ძირითადად ულტრაბგერითი კვლევა – ექოსკოპია გამოიყენება, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება სპეციალური ვიდეოთვალით).

მიომის მკურნალობა

მკურნალობის მეთოდები:

მედიკამენტოზური და/ან ქირურგიული ჩარევაა.
ქირურგიული მკურნალობის საუკეთესო მეთოდია: ლაპარასკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია.
მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად ექიმი ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს: მიომის ზომა, მდებარეობა, სიმპტომები, ქალის ასაკი, მისი რეპროდუქციული ისტორია და გეგმები.

საფრთხეები:

მართალია, მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მაგრამ საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, რათა თავიდან აიცილოთ ის გართულებები, რომელიც მას ახასიათებს.

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციულ ცენტრში გთავაზობთ მიომის მკურნალობასა და დიაგნოსტირებას თანამედროვე მეთოდებით

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი.
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60
თბილისი, რევაზ ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

რა არის საშვილოსნოს მიომა – სიმპტომები და საფრთხეები

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *