უშვილობის დროს მილების გამტარობის გამოკვლევა ერთერთი ძირითადი სადიაგნოსტიკო მეთოდია და ყველა ქალს ესაჭიროება, რომელსაც აწუხებს ეს პრობლემა.

არსებობს მრავალი მეთოდი, რომელიც გამოიყენება მილების გამტარობის დასადგენად: 

1. მეტროსალპინგოგრაფია – მილების გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ქალის რეპროდუქციული ორგანოების რენტგენოლოგიური სურათის გადაღება მათში სპეციალური კონტრასტის შეყვანისას. რენტგენოლოგიური სურათი ასახავს გადავიდა თუ არა კონტრასტი მილებში. თუ სითხე მილებში გადავიდა, რენტგენის სურათზე გამოისახება მილები, სხვა შემთხვევაში მილები რენტგენით არ ჩანს.


2. სონო-ჰისტეროსალპინგოგრაფია – იგივე პრინციპია, რაც მეტროსალპინგოგრაფიის დროს იმ განსხვავებით, რომ სპეციალური კონტრასტის შეყვანისას ხდება არა სურათის გადაღება რენტგენით, არამედ ექოსკოპიურიდათვალიერება და ექოსკოპიით ვხედავთ ცოცხალ რეჟიმში როგორ გადადის ან არ გადადის კონტრასტი მილებში. 


3. ლაპარასკოპია – შეფერილი კონტრასტი შეგვყავს საშვილოსნოს ღრუში და სპეციალური ვიდეოკამერით, რომელიც განთავსებულია მუცლის ღრუში ხდება მილებიდან გამომავალი შეფერილი კონტრასტის ვიზუალიზაცია 


4. ტრანსვაგინურიჰიდროლაპარასკოპია – იგივე პრონციპია, რაც ლაპარასკოპიის დროს, იმ განსხვავებით, რომ მუცლის ღრუში შესვლა ხდება საშოს უკანა თაღიდან.

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი. 
ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი 
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60 
 თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

მილების გამტარობის გამოკვლევის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური?

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *