1. დღეში ჭამეთ 4-5 ჯერ მცირე ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით

2. მიიღეთ ნაკლებცხიმიანი ხორცი ( საქონელი, ქათამი, ინდაური, თევზი) უმჯობესია გრილზე შემწვარი ან მოხარშული და არა ცხიმში შემწვარი.

3. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი უმი ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ნებისმიერი მწვანილი და ა. შ.

4. ზომიერად მიირთვით -წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, სოკო, კუსკუსი.

5. ჭამეთ ხილი არა დესერტად, არამედ ცალკე, როგორც ერთი კვება და მიირთვით საღამოს 5 საათამდე, გამორიცხეთ ბანანი, ყურძენი, ლეღვი, საზამთრო.

6. ჭამეთ ერთი თეფშის პრინციპით: ყველაფერი დაიწყვეთ ერთ თეფშზე და ჭამეთ მხოლოდ ეს

7. კვებიდან ამოიღეთ ნებისმიერი ცხიმი (კარაქი, ზეთი, ერბო, მარგარინი), მაღალცხიმიანი ყველი, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი სასმელები: ლიმონათი, კომპოტი, კოკაკოლა და სხვ.

8. მიიღეთ ბევრი წყალი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე. დღის მანძილზე წყლის რაოდენობა რომ განსაზღვროთ, თქვენი წონა უნდა გადაამრავლოთ 0.33-ზე

9. წყალი უნდა დალიოთ კვებამდე 20 წუთით ადრე და კვებიდან 20 წუთში. არ მიაყოლოთ კვებას წყალი.

10. საღამოს 5 ის მერე მიიღეთ მხოლოდ ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი ან ხაჭო 250 გრ

 მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი. 
 596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60 
 თბილისი, რ. ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან

კვების ძირითადი პრინციპები წონაში დაკლებისთვის და ჯანმრთელი კვებისთვის

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *