პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი უშვილობის ერთერთი ხშირი მიზეზია. მას ახასიათებს სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები, ანოვულაცია, მენსტრუაციის გადაცდენები, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა, ჰორმონალური მაჩვენებლების ცვლილებები.

პოლიკისტოზური საკვერცხეების შემთხვევაში ორსულობის მიღწევა გართულებულია იმის გამო, რომ საკვერცხეებში მოთავსებული კვერცხუჯრედები ვერ ახერხებენ საკვერცხიდან გამოსვლას.

უშვილობის პრობლემის მქონე ქალბატონებში პოლიკისტოზური საკვერცხეების მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზაა: მედიკამენტოზური და ოპერაციული.

მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ქალის ასაკზე და უშვილობის ხანგრძლივობაზე.

ჩვენს კლინიკაში ხდება პოლიკისტოზური საკვერცხეების მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და ორსულობის მიღწევის შანსი საკმაოდ მაღალია.

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი.
თბილისი, რევაზ ლაღიძის 8, ოპერის თეატრის უკან
596-51-60-60; 595-51-60-60; 230-50-60

იწვევს თუ არა უშვილობას პოლიკისტოზური საკვერცხეები და როგორ ხდება მისი მკურნალობა?!

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *